“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, საქართველოში ამერიკის ელჩის პირველ არხზე სტუმრობას, სოციალურ ქსელში, ეხმაურება:
“როგორ ამბობდა კანტი, მაოცებს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემშიო? ხო, ეგრე არ იყო?
ხოდა, ნეტა ამაზე რას იტყოდა? მე დავიღალე ამ საოცრებების კომენტირებით და მერე ჩემი დაგმობების და ჩემგან გამიჯვნების მოსმენით. განსაკუთრებით, იმათგან, ვინც პრო-ფორმა განცხადებებს აკეთებს, სინამდვილეში კი მლიქვნელობს, ყალბობს და საკუთარ ხალხს ატყუებს.
ps გამოკითხვა არ იქნებოდა ურიგო: კარგად ასრულებს თუ არა თავის სამუშაოს გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან 80 მილიონის ამომღები, უმცირეს რეიტინგიანი, ეთერში ოპოზიციის გაშავების ამოცანით შეპყრობილი საზმაუ.”
კომენტარები