ცნობილი რუსი ბლოგერი, 36 წლის მარინა ბალმაშევა შეყვარებულია 21 წლის ვოვა შავირინზე, რომელსაც ქალი 7 წლის ასაკიდან იცნობდა. მარინამ მასთან მას შემდეგ გააბა სასიყვარულო ურთიერთობა როგორც კი იგი სახლში უნივერსიტეტიდან 2 წლის წინ დაბრუნდა. აღნიშნული ამბის მთავარი გამაოგნებელი ისტორია წყვილს შორის არა ასკობრივი სხვაობა, არამედ ის ფაქტია, რომ ბალმაშევა ვოვას მამაზე, 45 წლის ალექსეი შავირინზე იყო დაქორწინებული, რომელიც ქალმა მას შემდეგ მიატოვა, რაც ერთობლივად 5 ბავშვი იშვილეს. ამის შესახებ წერს ბრიტანული მედია, Dailymail-ი.
ბლოგერმა ბალმაშევამ ვოვასთან დაქორწინებამდე დადო ე.წ ხელშეკრულება, რომ განქორწინების შემთხვევაში მთელი ფული და ქონება- აქტივები მასვე დარჩებოდა. რუსმა ინფლუენსერმა, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს გამოაქვეყნა თავის სოციალურ ქსელში ფოტოები, რომელიც ასახავს მის გარეგნობას აბნომინოპლასტიკის ოპერაციის შემდეგ და ოპერაციამდე , როდესაც მან დიდი მოცულობით წონის დაკარგვის გამო ჩამოწელილი კანი „მოიშორა“.
ვოვას მამის, ალექსეის განცხადებით, ყოფილმა ცოლმა თავისი ვაჟი შეაცდინა-
„ მას შეყვარებულიც კი არ ჰყავდა აქამდე. მათ არც კი სრცხვენოდათ, რომ სექსით იყვნენ დაკავებულები მაშინ, როდესაც მე სახლში ვიყავი. მე მას ღალატს ვაპატიებდი კიდეც საქმე ჩემს ვაჟს რომ არ ეხებოდეს. როდესაც მეძინა, ის ჩემი საძინებლიდან გამორბოდა და შვილის ოთახში შედიოდა, რა დროსაც მათ სექსი ჰქონდათ. მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შემდეგ იგი ჩემთან ბრუნდებოდა და აგრძელებდა ძილს ისე, თითქოს არაფერსი მომხდარიყო“ – განაცხადა უფროსმა შავირინმა.
მარინა მედიასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი პირველი ქორწინება უფრო თავის მოჩვენება იყო, ვიდრე ნამდვილი ცხოვრება. ბალმაშევა აღნიშნავს, რომ მისი პირველი ქმარი ძალიან კარგი ადამიანია და მათ საერთო შვილებზეც ძალზე კარგად ზრუნავს. იგი აწ უკვე მეორე ქმრისგან ორსულადაა და ბავშვსაც ელოდება. მისი თქმით, ვლადიმერის დედა, რომელიც ალექსეის ყოფილი ცოლია, დაეხმარება მათ ბავშვების გაზრდაში.
წყარო – ნიუსპოტი
კომენტარები