პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას დაანონსებულ კონსულტაციებს, სოციალურ ქსელში, „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა.
„ელისაშვილის და იაგოვლების დაანონსებული „კონსულტაციები“ მხოლოდ ივანიშვილის ამოცანას ემსახურება საპროტესტო ელექტორატში თესოს ნიჰილიზმი, რომ ჯერ კიდევ არის შანსი ივანიშვილმა ოპოზიცია ჩამოშალოს. სხვას – არაფერს.
ამას ანგარებით აკეთებენ, ნებით აკეთებენ, თუ უნებლიეთ – იმიტომ, რომ შტერები არიან, მნიშვნელობა არ აქვს.
შედეგი ესაა და ჩვენ შედეგი გვაინტერესებს“
ცნობისთვის, დღეს პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ . იაგო ხვიჩიას განცხადებით, ყველასთან აქვს კონსულტაცია „ქართული ოცნების“ ჩათვლით.
მანამდე, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შევა რადგან „დაემხო ქვეყანა თავზე და გაბუტვების დრო აღარ არის“.
კომენტარები