სოციალური ქსელის მომხმარებელი, თ. ძ. “სასოწარკვეთილი მომხმარებლის” ჯგუფში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ვარ სასოწარკვეთილი ქალბატონი, გთხოვთ დამიდასტუროთ
ე.ი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვარ ექიმ ენდოკრინოლოგის მიერ დანიშნულ დიეტაზე. მოკლედ წავედი გამოკვლევებზე და არაფერიც არ მჭირდა, ჯერ აქ წარმეკვეთა ეგრევე სასო ისეთი გაძვირებული დამხვდა ყველაფერი და რომ გავიაზრე ამდენი ფული ტყუილად გადავყარე, მაშინ როდესაც ვიღაცას მართლა ჭირდება ეს და ვერ მიდის, ვარ ამ ფიქრებში, მაგრამ აქ მალევე დავიწყნარე თავი. მეთქი არაუშავს ეს ამდენი მითხლეშილი ფული , წონაში დასაკლებ დიეტას ხო მაინც დამიწერს რაიმე ჯიგრუულსთქომ ჰოდა გამომატანა დიეტის ფურცელი და ამ დიეტითო თვეში – 6 – 7 კილო გარანტირებული გაქვსო.
წამოვედი ბედნიერი.
გაინტერესებთ რას ვჭამ?
ერთი ან ორი ნაჭერი ყველი, ერთი ნაჭერი შავი პური დილით ან ხლეპცი
ერთი ვაშლი ან სხვა ხილი ( ბანანის და კარალიოკის გარდა )
მერე ცოტა თევზი ან მოხარშული ხორცი ან ბოსტნეული
და ბოლოს 7- 8 საათისკენ მაწონი.
( ნუ ეს დაახლოებით რომ შეგექმნათ წარმოდგენა ჩემი დღის მენიუზე ამ ახალი წლების დღეებში
ტკბილეული არაოო
ნუ მეთქი ჯანდაბაას მოვუწყობ ჩემ თავს გამოცდას და ხალხო აი მეე მეე ხო მიცნობთ, ნუ ხო კაი ვინც არ მიცნობთ, გეტყვით რომ მე მე არ შემეძლო ტკბილეულის გარეშე არსებობა
საცივი, გოჭი იქით იყოს და ერთი შოკოლადი არ მიჭამია საახალწლოდ, ნამცხვრებზე და მისთანებზე საუბარი აღარაა.
ჰოდა კი გავიდა ნახევარ თვეზე მეტი
ავიწონე და მომილოცეთ ხალხოო
მოკლებული მაქვს არც მეტი არც ნაკლები
125 გრ. ( ესეც ყველაფერი გავიხადე რაც ზედ მეცვა და ალბათ იმიტომ…
ანუ სადღაც ერთ კვირაში უნდა მოვიკლო 6 კილო იმ ექიმს თუ კიდე დავუჯერებ.
ბრავო ჩემო თავო ბრავისიმოოოო
შენ გქონია სუპერ ნებისყოფა
აბა 2 დღეში რომ 3 კილოს იკლებ ეგ რა ნებისყოფაა
აი ესაა ნებისყიფა, რომ არ ჭამ, ვერ იკლებ და მაინც არ ჭამ.
კიდევ კარგი ჰაერიც არ ამიკრძალა, თორემ ისეთი რწმენით ვიყავი მის მიმართ, ალბათ ამასაც არ ვისუნთქებდი
და აქ რატომ ვწერ?
რავიცი მე იმ ექიმზე მეშლება ნერვები, ვფიქრობ სწორად ვერ შემირჩია დიეტა და მეც წარმეკვეთასასო, არასწორად მეც კი შემეძლო რავიციი.
ვინ იყო ექიმიო არ დამიწეროთ ახლა არ ვარ მასეთი უტაქტო მისი ვინაობა დავწერო, ნუ ერთი საყვარელი გოგო იყო, რომელიც ალბათ ყველას ერთიდაიმავე ამობეჭდილ დიეტას ატანს, მაგრაამ მეც საყვარელი ვარ და მე მე რა დავაშავეეე
აქვე ვინმემ დაწერეთ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა.
პ.ს.
ხო კიდე
წყალს ვსვამდი და ძილის რეჟიმი გამოვისწორე ეს პერიოდი და ეს უკანასკნელ მერვე საოცრებაა ვინც არ იცით
მაგრამ ჰაა რად გინდა”
კომენტარები