“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე და მისი გუნდის წევრები, გურიაში, კერძოდ კი, ბუკნარში გამგზავრებას აანონსებენ:
“ქართული მარშის” დელეგაცია ხვალ გურიაში ჩავა და ადგილზე გაერკვევა სიტუაციაში‼️ შერიგებას ალტერნატივა არ აქვს‼️ ასევე უნდა მიეჩინოს ყველა პროვოკატორს თავისი ადგილი‼️”
შეგახსენებთ, უკვე ორი დღეა ბუკნარში აქციებს მართავენ მუსლიმი მოქალაქეები, იყო დაპირისპირების არაერთი საფრთხე. გუშინაც და დღესაც მათ შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილზე ჩასული იყო მუფთი, რომელსაც სიტყვა შეაწყვეტინეს და სუს-ისგან მართული ეძახეს. ხვალ მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლის შეხვედრა გაიმართება, რომელსავ დაესწრება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
კომენტარები