„ბავშვი, რომელიც 2 წელი პალიატიურ განყოფილებაში, აპარატზე მიერთებული იყო, თურმე ჰქონია გადარჩენის შანსი“. – პატარა გიგა ბოგვერაძის შესახებ ინფორმაციას „დედების ფონდი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბავშვი 2 წელზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და თურქეთში წაყვანის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„თურმე შესაძლებელია ბავშვმა იცხოვროს მშობლებთან ერთად, სწორი რეაბილიტაციის და მკურნალობის შედეგად განვითარდეს და მდგომარეობა გაუმჯობესდეს და არა – გაუარესდეს, როგორც ეს ორი წლის განმავლობაში ხდებოდა. დასრულდა გიგას გამოკვლევები თურქეთის კლინიკაში. გიგა ხვალ უკვე საქართველოში ბრუნდება…ბავშვი, თურქეთში ყოფნის პერიოდში, მოიხსნა აპარატიდან, დაიწყო დამოუკიდებლად სუნთქვა. გიგას მოხსნეს ზონდი, ბავშვი ცხვირიდან იკვებებოდა. ბავშვმა დაიწყო სწავლა, როგორ უნდა იკვებოს ნორმალურად, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები.
ჩატარდა ყველა გამოკვლევა და ანალიზი, რომლის პასუხებიც დროდადრო იქნება… მთავარი ამბავი არის ის, რომ ბავშვი, რომელიც 2 წელი აპარატზე მიერთებული იყო, თურმე ჰქონია გადარჩენის შანსი, თურმე შესაძლებელია ბავშვმა იცხოვროს მშობლებთან ერთად, სწორი რეაბილიტაციის და მკურნალობის შედეგად განვითარდეს და მდგომარეობა გაუმჯობესდეს, და არა გაუარესდეს, როგორც ეს 2 წლის განმავლობაში ხდებოდა… გიგას მიეცა გადარჩენის შანსი, გამოჯანმრთელების ზუსტი მიმართულება!! რომ არა თქვენ და ჩვენ ერთად, ნეტავ რა იქნებოდა?!“
კომენტარები