ნინი ქარსელაძე გათხოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნინის დედამ, ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, ნინი დიდი ხანია დაქორწინდა, თუმცა საზოგადოებისთვის ეს ფაქტი დამამლული იყო.
„რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც! უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით, იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ჰქვია.
ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ,“ – წერს ხათუნა ჟორდანია.
თაზოს 18 იანვარს დაბადების დღე ჰქონდა და 38 წლის გახდა. ის ნინიზე 8 წლით უფროსია.
„გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა 2020 წელს შენ გამო“, – დაწერა ნინიმ.
იმავე დღეს ზურა ხაჩიძემ „ინსტაგრამის სთორიში“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნინის რჩეულიც მონიშნა. თაზომ დაბადების დღე ნინის ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.
თაზო სოციალური ქსელების დიდი მოყვარული არაა. მისი პროფაილი „ფეისბუქზე“ არ იძებნება, „ინსტაგრამზე“ კი გვერდი ჩაკეტილი აქვს.
ჯახუტაშვილს მხოლოდ ძველი გვერდი აქვს რუსულ სოციალურ ქსელ odnoklasniki.ru-ზე, სადაც მისი რამდენიმე ფოტოა შემორჩენილი.
ნაცვლად ამისა, მისი სახელით და გვარით „გუგლში“ იძებნება თამაზ ჯახუტაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც მილიონერი იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც „პანამის დოკუმენტებში“ იძებნებიან. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია.
კომენტარები