პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ ის მზად არის გიორგი ვაშაძესთან ერთად დაჯდეს ეთერში და სწორედ იქ, საჯაროდ იყოს განხილული საკითხი – იყო თუ არა გიორგი ვაშაძის მიერ გამოთქმული მზაობა ოპოზიციასთან შიდა მოლაპარაკება ეწარმოებინა, რომელიც შემდეგ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა უარყო და განაცხადა, რომ ის არ აპირებს მოლაპარაკებას არც “გირჩთან” და არც “ალეკო ელისაშვილთან.
“სურვილი მაქვს ჩემს წინ იჯდეს გიორგი ვაშაძე, ჩვენ თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს და გავარჩიოთ საკითხი – თქვა თუ არა მან, რომ მზად იყო მოლაპარაკებისთვის. თუ ჩვენ მართლა გვაინტერესებს საკითხი, ვინ ვისთან იყო შეთანხმებული, სიამოვნებით დაველაპარაკები მას. არ მინდა ამ საკითხზე რაიმე კითხვა დარჩეს. თუ გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ კომუნიკაცია არ იყო ჩვენს შორის მოლაპარაკებაზე, ერთად უნდა გავარჩიოთ ეს საკითხი, არ არის პრობლემა,” – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
კომენტარები