რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნივთებს ეკიდა და 10 კვ/მ ფართობზე იყო მოდებული.
“112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე.
მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი” – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები