ათენში მცხოვრები ემიგრანტი, ი. ზ. სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემი დილა ცუდი, უფრო სწორად სამარცხვინო ამბებით დაიწყო. დაიჭირეს ქართველთა ბანდა. 2 ქალი და სამი მამაკაცი, ქალები, მდიდრების სახლებში მომსახურე, და მათი მეგობარი მამაკაცები. აძლევდენ ინფორმაციას, სად ქონდათ ფული, ძვირფასი სამკაულები და აფრთხილებდენ როდის არ იქნებოდა სახლში მეპატრონე.
საშინელი შეგრძნება დამეუფლა, გენდო ადამიანი და მისი ოჯახი ჩაგაბარა… ამაზე მეტი სისაძაგლე და სიბინძურე არსებობს? გააცურო ისინი და გააცამტვერო ვინც გენდო?!
მიხარია რომ ბოლო მოუღეს ამ ბანდას და საკმაო დროს გაატარებენ ვირის აბანოში. სახეები უნდა გენახათ რას გავდენენ. მრცხვენოდა რომ ვუსმენდი და გვერდით ბერძნები მყავდა…
და მაინც, დილა მშვიდობის!
ყველა ქართველი ქართველი არაა!!!
ქართველობა ღირსებაა და პატივი!!!”
კომენტარებში წერენ:
“აბაა, ჩავუწიე ტელევიზორს, ვითომ არ ვუსმენდი მეზობელს რომ არ გაეგო… როგორ გვარცხვენს ჩვენი ხალხი. .. ბედნიერი დღე ყველას, ვინც ღირსები ვართ”
“არგი და უვარგისი ნებისმიერ ერს ყავს. არავიზე არც უკეთესები ვართ და არც უარესები. თუ კი საქართველოში ქართველი ქართველს აყაჩაღებს, აუთოებს, კლავს, საზღვარგარეთ რატომ არ გააკეთებს? მხოლოდ საკუთარ თავზე და ჩემ გაზრდილ შვილზე ვაგებ პასუხს, სხვა არც არავის გამო მრცხვენია და არც არავის გამო მეამაყება.”
კომენტარები