პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, ნიკა გვარამიას გუშინდელ მონოლოგს ეხმაურება და წერს:
“როდესაც კულტურას, ჰუმანიზმს, საკუთარი თავისა და საზოგადოების პატივისცემას სისუსტედ, ლაჩრობად გამოაცხადებ, მაშინ იწყება ნადირობა, ძალადობა, სისხლიანი ანგარიშსწორება და სიშლეგე!”
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს ნიკა გვარამიამ განაცხადა:
“წესების დარღვევა ბრძოლაში მოსულა. მაღალი კულტურა და ღრმა წესიერება უნდა გადავდოთ გვერდზე, აქედან ერთი ნაბიჯია შემგუებლობამდე მოძალადესთან.
როცა ებრძვი მოძალადეს – სიქველე, ჰუმანიზმი ბრძოლის დროს, შესაძლოა, მოგიწიოს რომ გვერდზე გადადო, ცოტა ხნით, ვიდრე მოძალადეს დაამარცხებ. მე ხომ იგივეთი არ ვუპასუხებ? – ეს წაგების მთავარი ფორმულაა. ზოგჯერ უარესად უნდა უპასუხო, რომ ამოშანთო და სამშობლო გადაარჩინო”
კომენტარები