ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ირაკლი ფანგანი გაათავისუფლეს.
იგი უკვე “თავისუფლების კვარტალშია”, სადაც მას მეგობრები ელოდებოდნენ. გუშინ საღამოს მათ კიდევ ერთი აქცია გამართეს – “დღეს ირაკლი ფანგანი მე ვარ!”
შეგახსენებთ, ის გუშინ დააკავეს, ბათუმში, დეპუტატ ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო.
დეპუტატი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ ის არ უჩივლებს ფანგანს, რადგამ “ციხეში კარგს მაინც ვერაფერს ისწავლის”
მოძრაობა “ალტერნატივას” წევრები კი ამბობენ, რომ მომავალშიც ასე მოექცევიან ყველა მოღალატეს.
ირაკლის 239-ე მუხლი მოუხსნეს და მას აღარ ედავებიან ხულიგნობას, ახლა ედავებიან დევნის 155-ე მუხლით.
156-ე მუხლი:
ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
თუ ირაკლის ქმედება არ იყო ხულიგნობა და ეს მუხლი მოუხსენით, პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის მუხლით აპირებთ საქმის გაგრძელებას? ოჰ, დაიყრება საქმეები მაშინ ამ მუხლით, ბატონებო და ქალბატონებო!
კომენტარები