მაია ცქიტიშვილის თქმით, რესტორნების გახსნა მაღალი რისკის შემცველია. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები იმ სფეროში შეამსუბუქოს, რომელიც შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველია.
სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ნაკლები საფრთხის შემცველი სექტორისგან, როგორიც არის, მაგალითად სავაჭრო სექტორი. როგორც კი ამ პროცესს ყველანი ერთად წარმატებით გავივლით, დამერწმუნეთ, სარესტორნო სექტორსაც და ტურიზმსაც ექნება საშუალება, სრულად აღდგეს“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.
კომენტარები