დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი, “მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“ყავა და კოფეინი
ხშირი და აქტუალური საკითხი კოფეინის მიღებასთან დაკავშირებით.
უნდა მივიღოთ თუ არა?
რამდენი უნდა მივიღოთ? უსაფრთხოა თუ არა?
NIH-ის RDA-ის მიხედვით ადამიანისთვის დღიურად 400მგ.-მდე კოფეინის მიღება უსაფრთხოა.
პრაქტიკულ ასპექტში, მაგალითად (დოზები მოყვანილია ცხრილში)
1. ყავა (მოდუღებული) – 8 უნცია ანუ 235მლ. – საშუალოდ შეიცავს 133მგ. კოფეინს (მერყეობს 102-დან 200-მდე);
2. ჩაი (მოდუღებული) – 8 უნცია ანუ 235მლ. – საშუალოდ შეიცავს 53მგ. კოფეინს (მერყეობს 40-დან 120-მდე)
აქედან გამომდინარე დღეში 3-4 ჭიქა ყავა (დაახლოებით 200მლ. ჭიქა) ითვლება უსაფრთხო დოზად.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 3 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს კოფეინზე დამოკიდებული.
ყავას შეუძლია შეამციროს შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:
1. ნაღვლის ბუშტის ქვები;
2. ინსულტი;
3. ღვიძლის დაავადებები;
4. გულის დაავადებები;
5. ტიპი 2 დიაბეტი;
6. პარკინსონის დაავადება
კომენტარები