ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო უკვე დატოვეს. ცოტა ხნის წინ სასამართლოდან გამოსულმა ივერი მელაშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, ყველაფერს ელოდა.
“ჩატარდა პროცესი, დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის სუყველას, ეს ერთი, მეორე, ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა მოხდა ის, რომ ეს როგორც საზოგადოების დამსახურებაც არის და პიველ რიგში, ალბათ, ჩემი ადვოკატების დამსახურება, მოხდა ის რომ გაგვათავისუფლეს. დანარჩენი პროცესი წარიმართება, იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ”,- თქვა ივერი მელაშვილმა.
მელაშვილმა აღნიშნა, რომ გირაოს არ ეთანხმება, რადგან ის და ნატალია ილიჩოვა დამნაშავეები არ არიან.
“თავიდან ბოლომდე აბსურდულია, უსაზიზღრესი ბრალდებაა, ამას გეტყვით, შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი”, – თქვა მან
კომენტარები