„ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო-კულტურული ნაკრძალისკენ ახალი თანამედროვე საავტომობილო გზა შენდება“ – ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა, „ხალკ გაზეთი“ წერს. (ცნობისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს აზერბაიჯანელები „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ).
გამოცემის თანახმად, აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2021 წელს აღსტაფის რაიონში, აშენდება ახალი საავტომობილო გზა, რომელიც სახელმწიფო კულტურულ-ისტორიული ნაკრძალისკენ – „ქეშიქჩიდაღისკე“ მიდის.
ახალი საავტომობილო გზა იწყება „აღსტაფა-ფოილო-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 38 – ე კილომეტრზე. გზის სიგრძე კი 32 კილომეტრი იქნება.
„ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ახალი გზა დიდ როლს შეასრულებს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების საქმეში, არამედ მთლიანად რეგიონისთვის პოტენციურ შესაძლებლობებსაც გააფართოებს – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ქეშიქჩიდაღში აზერებაიჯანლები, პირველ რიგში, ბერთუბნის მონასტერს მოიაზრებენ, რომელიც ისტორიულად ქართული ძეგლია, მაგრამ 1921 წლიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ფარგლებში მდებარეობს.
ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი, მიიჩნევს, რომ დავითგარეჯთან დაკავშირებით დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანს გზის გაყვანისგან თავი უნდა შეეკავებინა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე სხვაგვარად ფიქრობს და ბერთუბნის მონასტრის გარდა (რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან აზერბაიჯანის სიღრმეში 8 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს) ამ გზის გაყვანით გააგრძელებს პრეტენზიის წაყენებას უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების მიმართაც.
აზერბაიჯანული გამოცემის კიდევ ერთ პუბლიკაციის თანახმად, „ქეშიქჩიდაღის“ ნაკრძალის ტერიტორიაზე, საავტომობილი გზის მშენებლობისას ძალიან მნიშვნელოვანი მასალები იპოვეს, რაც მათი მტკიცებით, ადასტურებს, რომ „ქეშიქჩიდაღი“მიეკუთვნება, ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულს არსებულ ხოჯალ-გიადაბეის არქეოლოგიურ კულტურას.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები