ბოლო პერიოდი არ წყდება საუბარი კალაძისა და გახარიას დაპირისპირებაზე, ამბობენ, რომ კალაძე კობახიძეს შეეკრა, ან შეეკვრება გახარიას მოსაშორებლად…
კალაძეს ბევრი ნაკლი აქვს, არ არის ანგელოზი, ღმერთო დაგვიფარე, მაგრამ სნობი არ არისო, მას ვერავინ დასწამებს… კალაძე სნობზე სნობია და კობახიძის გვერდით დგომას, ეშმაკთან შეამხანაგებას არჩევს… თან კალაძეს არ სურს პრემიერობა, მას თავისუფლება უყვარს, იტალიაში წოწიალი, უყვარს ქალაქში ღამის ვოიაჟები კამერით ხელში… რად უნდა ახალი თავის ტკივილი? ერთი სერიოზული თავს ტკივილი მისცეს 2019 წელს, როცა თბილისის სასწრაფო დახმარება მიაბარეს მერიას და ისიც ოსტატურად მოიშორა 2020 წლის დასაწყისში! მას ანიდან ჰაემდე აქვს საქმე აწყობილი, იცის, ვინ სად რას აშენებს, იცის, ვინ სად რას ააშენებს, იცის, ვის რაში შეიძლება გაუცვალოს მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის კოეფიციენტი, ბოლოს და ბოლოს, ვაღიაროთ, კაცმა საახალწლო ნაძვის ხის აწყობა ისწავლა და საახალწლო განათების გაკეთება – ვინც ნახეთ წელს განათებული დედაქალაქი, აღიარეთ, ნუ იქნებით დაუნახავები, ხომ მოგეწონათ? ისწავლა კაცმა, არ დავუკარგოთ, მართალია, ქალაქის ბიუჯეტის მორგება უფრო ადრე ისწავლა, ვიდრე განათების გაკეთება, მაგრამ ხომ ისწავლა? შესაბამისად, ნამდვილად არ სჭირდება ახალი თავის ტკივილი, მას მხოლოდ ორი სურვილი აქვს, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ისევ გახდეს ქალაქის მერი და თავისი გუნდი ჰყავდეს პარლამენტსა და მთავრობაში, რომ გაურკვეველი სიურპრიზი არ დაატყდეს უცებ თავს…
მართლაც რომ სდომებოდა კობახიძესთან შეამხანაგება, კობახიძეს მისი ფეხსაცმლის მსგავსი (და არანაირად მისნაირი) ფეხსაცმლის ჩაცმას მაინც არ აპატიებდა. ასეა, თუ ისე, კალაძე ამ ეტაპზე ღიად ნამდვილად არ წავა გახარიას წინააღმდეგ და ხუმრობა რომ იქეთ იყოს, კობახიძის მადამ ცუდი გზა იპოვნა, როგორც კულუარულად გვატყობინებენ, კობახიძის თავისი პირადი ინტერესები გაუჩნდა სამშენებლო ბიზნესში, აი, ეს კი ნამდვილად უპატიებელია. როგორც გვიყვებიან, კობახიძეს ღამე არ სძინავს და დღისით მოსვენება აქვს დაკარგული იმაზე ფიქრით, რამდენ ბიზნესში შეიძლება ქისა ჩადოს…
ამასობაში კი, ჩვენი წყარო კიდევ ერთ ინფორმაციას გვაწვდის, როგორც გვიყვებიან, ივანიშვილი კი მართლა წავიდა, კი მართლა დაიბარა, ცოტა ხანი თქვენგან ხელი დამიბანიაო, მაგრამ ისიც დააყოლა, არ დაგავიწყდეთ, აქედან ვერ ამოშლითო და სეიფში შენახული დისკებისკენ გაიშვირი თითი:
„ივანიშვილის თავისი ვიდეოთეკა აქვს და ამ ვიდეოთეკაში ბევრ ყოფილ, თუ ამჟამინდელ ჩინოვნიკზე ინახება ინფორმაცია, გინდ თბილი და სექსუალური, გინდ კორუფციული, გინდ ერთმანეთის ლანძღვის – ხოდა, საქმე ის კი არაა, რა კადრები აქვს ივანიშვილს, საქმე ისაა, ვის აქვს ამ კადრების ასლები, რამდენ ადამიანს აქვს კადრების ასლი, ვის ვისი ვიდეოს ასლი აქვს გადამალული – ეს არ იციან, ამის ეშინიათ ყველაზე მეტად. თავად გახარიასაც კი აქვს ერთი სერიოზული სუსტი წერტილი, რომლის გახმოვანებისაც ყველაზე მეტად ეშინია, კორუფციულ გარიგებაზე მეტადაც კი, თუმცა, ივანიშვილს კი ჯერ ბრძანება – ფას! – არ გაუცია!“ – გვიყვება წყარო.
ასეა, მეგობრებო, და#ლევების ვირუსით გაჟღენთილ ქვეყანაში სანახაობის წელი დადგა, რადგან, როგორც გიამბეთ, ფას- ბრძანება არ გვაქვს, არც მთავარი ვირუსი გვყავს ბროლის სასახლეში, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშის წესები იცვლება და რინგის ნაცვლად ქუჩური წესებით ბრძოლას ვიხილავთ.
გიორგი ჯავახაძე, ალია
კომენტარები