ივერი მელაშვილი, ტვ “პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” მივიდა, სადაც შეკრებილნი იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ტაშით და ფეხზე წამოდგომით შეხვდნენ. მას შემდეგ, რაც მიულოცეს გათავისუფლება და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, ივერი მელაშვილი საუბრობს იმაზე, რომ შექმნილი აჟიოტაჟი გარეჯის საქმის ირგვლი, ქვეყანას არ წაადგება და შესაძლოა ამან დააზიანოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა:
“მთელ ამ სიბინძურეში, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ქვეყნის ინტერესები ფუჭდება და მიზანმიმართულად ვაფუჭებთ ურთიერთობას პარტნიორ ქვეყანასთან. თუ არ გინდა, მიზანმიმართულად, შეგიძლია წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, გინდა სამუშაო ვითარებაში გარკვევა, გინდ საგარეო საქმეთა უწყებაში…. არც გამოძიების აჟიტირებაა საჭირო – არიქა, სადღაც, გვაქვს… არა, ჩვენია! კი არ ეუბნები, მოდი, ვიმსჯელოთ, არა, ჩვენია, ეუბნები – ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის? იწყებ საწყისი ეტაპიდან, მიყვები, თანხმდებით… როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ გინდა თუ არა, ეს ჩემია… როგორ არის შენი, როცა არ არის შენი? არა გაქვს ამისი საფუძველი… ვიღაცის, უკაცრავად, ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, იმის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი, არ დაგითმობს არასოდეს. მოლაპარაკების საშუალებას, რომელიც აქამდე გქონდა, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ…”
ივერი მელაშვილის ამ განცხადების შემდეგ, კომენტარს ინგა გრიგოლიაც აკეთებს:
“ეს ისტერია ატყდა და ეს საქმე დაემთხვა ყარაბაღში საომარ ვითარებებს. რავიცი ხალხო, დამადანაშაულეთ, როგორც გინდათ, მაგრამ მეც მაქვს კითხვა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს – სად დაიწერა ეს სცენარი, თუ არა რუსეთში?”
კომენტარები