ივერი მელაშვილი, “ტვ პირველის” ეთერში ამბობს:
“მოსამართლესაც ვუთხარი და მერეც ვთქვი, გირაო რამდენი იქნება მნიშვნელობა არა აქვს, მნიშვნელობა იმას აქვს რომ საერთოდ რომ არის გირაო! მადლობა, ქალბატონო მოსამართლე, რომ მათავისუფლებ, მაგრამ ამ გირაოს რატომ მიწესებ, რა გინდა-თქო? დავაგირავებდი ბინას, ან რამეს ვიზამდი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, შეაგროვეს კიდეც ეს თანხა და ესეც მაგათი პასუხია – მიიღეს უფრო მეტად კონსოლიდირებული, ერთად შეკრული საზოგადოება, თუნდაც, აი, ჩვენ საქმეზე.
მოვისმინე ალეკო ელისაშვილის განცხადება, აი, მოლაპარაკებებმა იმოქმედა, მელაშვილი და ილიჩოვა გარეთ არიან… ჩემდა თავად ვიტყვი ამას: – დიდი მადლობა, ყველა პოლიტიკურ ერთეულს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც მხარი დამიჭირა, უღრმესი მადლობა მათ და პირველ რიგში, საღად მოაზროვნე საზოგადოებას, მაგრამ მე რომ გავხდე იმის მიზეზი, ვიღაცა ჩემ გამო შევარდეს პარლამენტში ამ ოპოზიციიდან – ნურას უკაცრავად! ამას ვემიჯნები. ამას მირჩევნია, უკან დავბრუნდე ციხეში.”
კომენტარები