ივერი მელაშვილი “ტვ პირველის” ეთერით ამბობს:
“ეს იყო წინასაარჩევნოდ მოგფიქრებული ტრიუკი. აღიარა კიდეც ივანიშვილმა ეს თავისი წასვლის დროს, ახსენა ხიდაშელი, ახსენა რუკები – ესე იგი მისგან მოდიოდა ეს დავალება, ამ დავალებით, ვითომ რაღაცა შექმნეს, გამოიყენეს რამდენიმე განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანი და შეთითხნეს ბრალდება – მეტი არაფერი.
მკვეთრი პოზიცია მქონდა, ვამბობდი და ვამბობ, რომ იქ დარღვევა არ მომხდარა. შეთანხმდა ის საზღვრის ხაზი, სადაც სხვაობა არ გვქონდა, ჩვენსა და აზრებაიჯანს შორის. სხვაობა არ არის და არც ტერიტორიის გადაცემა-გადმოცემაზე არ არის საუბარი! რას ერჩიან გოგი მანჯგალაძეს? ან მე რას მერჩოდნენ? სადაც არაფერია, რაც არ მომხდარა – იქ რა უნდა მედაონ? ამბობენ საქართელომ 34 მთელი კვადრატული კილომეტრი დაკარგა ამ შეთანხმებების შედეგადო – ტყუილია, ბატონო, 1 სანტრიმეტრი არსად დაგვიკარგია. გაყინული აზროვნების ხალხმა რუკა კი არ დაადო რუკას და კი არ შეადარა, ერთი რუკიდან მოხსნეს საზღვრის ხაზი და მეორე რუკაზე დადეს და უიმე, სხვაობა დავინახეთო…“
კომენტარები