“ალიას” ღია წერილს გვიგზავნის 8 შვილის დედა, ქალბატონი, რომელზედაც უამრავი ადამიანი წერდა პანდემიის პიკის დროს, ქალბატონი, რომელიც უშიშრად დადიოდა ათობით კოვიდინფიცირებულთა ოჯახებში და მათ გადასხმებს უკეთებდა, ეხმარებოდა. ახლა თავად სჭირდება ჩვენი დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში 8 შვილით ქუჩაში რჩება.
ნათია დიაკონიძე:
“გამარჯობა, მივმართავ ბატონ კახი კალაძეს, ბატონ გიორგი გახარიას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმაროს.
მე ვარ 8 შვილიანი მარტოხელა დედა, ვცხოვრობთ ქირით თბილისში ვარკეთილში, ვართ სოც.დაუცველები თითქმის 2 წელი ვმუშაობდი უცხოელებთან ტყუპი პატარების ძიძად ღამის სმენაში, დღე კი შვილებს ვუვლიდი, ქირასაც იმით ვიხდიდი, პანდემიის გამო ამ ოჯახს დაეხურა ბიზნესი და დეკემბერში გაფრინდენ თავის სამშობლოში. მე კი დავრჩი უმუშევარი.
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ქირით ამდენი ბავშვებით მხოლოდ სოციალურით რომ ვერ ვირჩენთ თავს, თებერვლის 10 ში მისაცემი მაქვს ქირა თუ არადა მოგვთხოვს დავცალოთ ბინა, დავრჩები ქუჩაში ჩემი შვილებით, ძალიან გთხოვთ იქნებ რამე სახის დახმარება გაგვიწიოთ…
გამგეობამ ქირის დაფინანსებაზე უარი გვითხრა რადგან აქ არა ვართ ჩაწერილი, საპატრიარქოსაც მივწერე მის ოფიციალურ გვერდზე მაგრამ არც უნახიათ, არვიცი ვის მივმართო და რა გზას დავადგე, იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება რომ ქუჩაში არ დავრჩე ბავშვებით.
წინასწარ გიხდით მადლობას და იმედი მაქვს, დამეხმარებით რომ ქუჩაში არ აღმოვჩნდე ჩემი შვილებით პანდემიის დროს.
ნოემბერი, დეკემბერი მე თვითონ ვეხმარებოდი ხალხს, დღეში 20-მდე კოვიდინფიცირებულ ოჯახს სახლში ვაკითხავდი და უსასყიდლოდ გადასხმებს ვუკეთებდი, მაშინ ბევრი დაიწერა დ ითქვა ჩემზე, სამწუხაროდ ახლა მე თვითონ მჭირდება დახმარება!
ძალიან მრცხვენია, არასდროს საჯაროდ არ მითხოვია დახმარება, რადგან ყოველთვის ვშრომობდი და ასევე ახლობლების და კეთილი ადამიანების დახმარებით გავზარდე შვილები, მაგრამ ამ პანდემიამ სულ შეცვალა ყველას ცხოვრება, ძალიან გთხოვ ნუ დაგვტოვებ უყურადღებოდ.
ტელეფონი – 571411109
პირადი ნომერი – 60001036182
პატივისცემით ნათია დიაკონიძე”
კომენტარები