ქუთაისის მერია ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშოს რემონტისთვის 77 188 ლარს დახარჯავს. ტუალეტის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია, სადაც წინადადების მიღება 17 თებერვალს დაიწყება და სამ დღეში დასრულდება.
ადგილობრივმა მთავრობამ საპირფარეშოს რემონტი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აუქციონზე ვერ გაყიდა.
ქალაქში სულ ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოა. მათგან მხოლოდ ერთი, ცენტრალურ ბულვარში მდებარე შენობა ფუნქციონირებს. დანარჩენი მიტოვებული და მოუწესრიგებელია.
ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები 2012 წელს აშენდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ადგილობრივ თვითმმართველობას კი მხოლოდ სამი წლის შემდეგ 2015 წელს გადაეცა.
კომენტარები