მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„საქართველოს შვილი, ვინც ექვსი ათას მოწამეთა სისხლით მორწყულ გარეჯის მონასტერზე და მისი მიწა-წყლის თუნდაც მცირედ ნაწილზე იტყვის, რომ ეს მისი არ არის, ასეთი არამც თუ ამ ქვეყნის შვილად იწოდება, არამედ უცხოა და სახეა კლასიკური გამყიდველისა და მოღალატის“
შეგახსენებთ, რომ გუშინ ივერი მელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში დავით გარეჯთან დაკავშირებით შემდეგი რამ განაცხადა: „როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ უკაცრავად და ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“
კომენტარები