ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემო კარგებო, ხვალ ჩემთვის ძალიან მძიმე დღეა, ხვალ ერთი წელი ხდება, რაც ანიტა გამიფრინდა. იცით, რომ ეს წელი მასზე ლექსების წერამ და მერე ამ ლექსების კრებულზე მუშაობამ შემიმსუბუქა. დღეს ეს კრებული უკვე მზადაა. შეიძლება ცოტა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ რასაც ახლა დავწერ, მაგრამ ძალიან მინდა (და ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ) ხვალინდელი დღე ამ სივრცეში იყოს ანიტასავით ლაღი და მხიარული და არა მძიმე. ძალიან მინდა, რომ ცრემლის და წუხილის მაგივრად იყოს უბრალოდ გახსენება იმ კიკინებიანი, თვალებბრიალა გოგოსი, რომელიც ყველას ერთად გვინდოდა, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყო.
ჩემი მხრიდან ანიტასთვის მაქვს საჩუქარი: ხვალ, დღის მეორე ნახევარში მექნება პირდაპირი ჩართვა, რაც ამავდროულად იქნება კრებულის ფეისბუქპრეზენტაცია.
ხვალ ანიტას დღეა. აღარ გვინდა ცრემლები. ცოდოა ანიტა ამდენი ცრემლისთვის. ხვალ და აწი ანიტას მხოლოდ სიყვარული სჭირდება. ხვალამდე…”
შეგახსენებთ, ანიტა ფაცაცია 2020 წლის 14 აგვისტოს 3 წლის გახდებოდა. იგი 1 წლის წინ ინდოეთის კლინიკაში გარდაიცვალა.
კომენტარები