იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი მიზანი არა კონკრეტული პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლაა, არამედ, “ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების შერიგება”:
“კარტოგრაფების გათავისუფლებას არ უკავშირდებოდა ჩემი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი. მე ვულოცავ გათავისუფლებას ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას. ამ ქვეყნისთვის არის კარგი, რომ მას არ ჰყავდეთ პოლიტპატიმრები.
ჩვენ 3 პოლიტიკური პატიმრისთვის კი არ ვიბრძვით, ჩვენი მიზანია ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შერიგება და ამ შერიგების გამოხატულება იყოს პარლამენტში შესვლა და ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. თუ ეს პროექტი განხორციელდა, ამის გამო არ გვეყოლება პოლიტპატიმრები”
კომენტარები