სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წევრი, ნოდარ ტანგიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ნოდარ ტანგიაშვილი, “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის” მრჩეველი საჯარო პოლიტიკის საკითხებში
“რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქე უნდა ვამბობდეთ, რომ “გარეჯი საქართველოა” და სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ დავით-გარეჯის ირგვლივ დავა გადაწყდეს საქართველოს სასარგებლოდ.
მაგრამ და აი აქ ეშლება ძალიან ბევრ მოქალაქეს, ფეისბუქ მეგობარს, რომელიც გაბრაზებული აშეარებს ივერი მელაშვილის გუშინდელ გამოსვლას და მას შეურაცხყოფას აყენებს. ის, რომ ექსპერტები და მოლაპარაკებების მონაწილე საჯარო მოხელეები უნდა ამბობდნენ სიმართლეს (სწორედ ესაა მათი ფუნქცია), რათა ვიცოდეთ, რეალურად რამდენად არის ოფიციალური (!) რუკებით და ხელშეკრულებებით გამყარებული ის ფაქტი, რომ გარეჯა საქართველოს ტერიტორიაზე იყო და არის. აქ კი მტკიცებულებების ნაკლებობაა. ამის ცოდნა აუცილებელია და მისი თქმა ჩვენი საზოგადოებისთვის არ უნდა იწვევდეს ურაპატრიუტულ ვაი-ვიშს! ძალა ცოდნაშია და თუ არ იცი ფაქტები, ვერც მოლაპარაკებებში იქნები წარმატებული. ამიტომ ნუ ლანძღავთ თქვენი ქვეყნის დიპლომატებს და ექსპერტებს! სიმართლის მთქმელის ლანძღვა ჰგავს იმ სარკის გატეხვას, რომელშიც ჩაიხედე და საკუთარი თავი (და საბჭოთა ისტორია) არ მოგეწონა. დიახ, ასეთი მახინჯი პოლიტიკური წარმომანქმნის შვილები ვართ – ჩვენი კულტურული ძეგლები იყო განგებ სხვა საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკის საზღვარზე ან საზღვარს იქით.”
კომენტარები