ადვოკატი, გურამ კონტუაძე, “ალიას” უყვება, ვის შეიძლება, სამართლებრივად, ეწოდოს პოლიტიკური პატიმარი:
უკანასკნელი პერიოდია ხშირად მესმის ხოლმე ტერმინი პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური პატიმრების მიმართ, უფრორე აღნიშნული ტერმინი იმდენად არის მედიასივრცეში „გამოყენებადი“, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მისი შინაარსი რჩება უცნობი. ვეცდები სამართლებრივად მივუთითო რას ნიშნავს პოლიტიპატიმარი და ამასთანავე მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ერთი დეფინიცია არსებობდეს ამ ტერმინისათვის ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს სამართლებრივ ტერმინს აღნიშნული წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას რომელსაც ახლავს პოლიტიკური ელფერი;
უპირველესად ვუთითებ, რომ მისი სრულფასოვანი განმარტება დღევანდელ დღემდე ქართულ სასამართლოს არ მოუხდენია (ვგულისხმობ ტერმინს პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური დევნილი და ა.შ.) ამას იმიტომაც ვუთითებ, რომ შესაძლებელია საკანონმდებლო ნორმა არსებობდეს მაგრამ მისი შემადგენელი ნაწილის შესახებ ანუ რას ნიშნავს ეს ტერმინი ქართული სასამართლოს მიერ განმარტებული არ არის;
რაც შეეხება საკანონმდებლო საკითხს, 2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი და იმავე დღეს მიიღო დადგენილება „2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. საინტერესოა, რომ თვითონ აღნიშნული ამნისტიის შესახებ კანონი ეყრდნობა უკვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1900 (2012) რეზოლუციას და მასზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ რეზოლუციით მიღებული კრიტერიუმების საფუძველზე შესაძლებელია მან ჩათვალოს, რომ პირის შეიძლება იყოს პოლიტიკური პატიმარი ან არ იყოს პოლიტიკური პატიმარი;
უპირველესად თუ უნდა მივუბრუნდეთ თვითონ აღნიშნული რეზოლუციის საკითხს, აღნიშნული რეზოლუციაზე (აღნიშნული რეზოლუციის განხილვა მოხდა 2012 წლის 33 ანსამბლეის სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომისიის მოხსენების საფუძველზე დოკუმენტის №13011) მუშაობა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო და მისი საფუძველი იყო სომხეთისა და აზერბაიჯის მიღება ევროპის საბჭოში (ასევე ნამიბიის 1989 წლის სამოქალაქო ომმა იქონია გავლენა). აღნიშნული რეზოლუციით დადგენილია კრიტერიუმები პოლიტიკურ დევნილად აღიარებისათვის ანუ პირის მიმართ ტერმინის გამოყენება არის თუ არა ის პოლიტიკური დევნილი უნდა განხორციელდეს აღნიშნული კრიტერიუმების მისადაგების დროს. ეს კრიტერიუმებია:
უპირველესად თუ უნდა მივუბრუნდეთ თვითონ აღნიშნული რეზოლუციის საკითხს, აღნიშნული რეზოლუციაზე (აღნიშნული რეზოლუციის განხილვა მოხდა 2012 წლის 33 ანსამბლეის სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომისიის მოხსენების საფუძველზე დოკუმენტის №13011) მუშაობა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო და მისი საფუძველი იყო სომხეთისა და აზერბაიჯის მიღება ევროპის საბჭოში (ასევე ნამიბიის 1989 წლის სამოქალაქო ომმა იქონია გავლენა). აღნიშნული რეზოლუციით დადგენილია კრიტერიუმები პოლიტიკურ დევნილად აღიარებისათვის ანუ პირის მიმართ ტერმინის გამოყენება არის თუ არა ის პოლიტიკური დევნილი უნდა განხორციელდეს აღნიშნული კრიტერიუმების მისადაგების დროს. ეს კრიტერიუმებია:
– „პირად თავისუფლებას მოკლებული პირი „პოლიტიკური პატიმარია“ (უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს პირად თავისუფლებას) თუკი
ა) თუ პირის თავისუფლების აღკვეთა განხორციელდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციასა და მის დამატებით ოქმებში მოყვანილი ფუნდამენტური გარანტიების დარღვევით, კერძოდ: აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების გამო (აღნიშნულში ტერმინი აღკვეთა ფართო განმარტების საგანია, ამასთანავე საგულისხმოა ისიც, რომ პირის პოლიტიკურ პატიმრად მიჩნევისათვის აუცილებელია რაიმე ნიშანი ის რის გამოც შეიძლება ის იდევნებოდეს, იქნება ეს აზრი თუ რელიგია ან გამოხატვის თავისუფლება);
ბ) თუ პირის თავისუფლების აღკვეთა განხორციელდა წმინდა პოლიტიკურ მიზეზების გამო და არ იყო დაკავშირებული რაიმე დანაშაულთან (ანუ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში რა თქმა უნდა გააჩნია კონტექსტს, პირის თავისუფლების აღკვეთა განხორციელდა დანაშაულის გამო);
გ) თუ კი პოლიტიკური მოტივით, პირის დაკავების ხანგრძლივობა და მისი პირობები იმ დანაშაულის აშკარად არაპროპორციულია რომლის ჩადენაში პიროვნება ბრალდებულ იქნა ან ეჭვმიტანილია (ანუ თუ პირმა ჩაიდიან ნაკლებად მძიმე დანაშაული მაგრამ მის მიმართ დადგა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი);
დ) თუ კი პოლიტიკური მოტივით, პირი დაკავებულია და იმყოფება დისკრიმინაციულ გარემოში სხვა პირებთან შედარებით (ანუ სხვა პირებთან შედარებით ნიშნავს, რომ იგივე დანაშაულისათვის მყოფ პირს შესაძლებელია ჰქონდეს წვდომა იმ ნივთებთან ან მომსახურებასთან რომელთა წვდომასთანაც პირს არ აძლევენ და აღნიშნულ აკრძალვას არ აქვს გონივრული გამართლება)ან:
ე) თუ კი თავისუფლების აღკვეთა არის სასამართლო განხილვის შედეგი, ხოლო აღნიშნული სასამართლო განხილვა იყო აშკარად უსამართლო და აღნიშნული განპირობებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებით ( აღნიშნული მუხლისათვის აუცილებელია რამდენიმე ფაქტორი იყოს სახეზე, პირველი თავისუფლება უნდა იყოს აღკვეთილი, მეორე სასამართლო განხილვის შედეგი უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთა მესამე სასამართლო უნდა იყოს არა უსამართლო ანუ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება არამედ უნდა დაირღვეს აშკარად ანუ თვალსაჩინო უნდა იყოს ეს დარღვევა და ეს დარღვევები უნდა იყოს გამოწვეული ხელისუფლების პოლიტიკური მოტივებით, მუხლიდან არ ჩანს მაგრამ ასევე უნდა იგულისხმებოდეს, რომ აღნიშნული მოტივების საფუძველზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება);
ტერორისტობაში ბრალდებული პირები არ ითვლებიან პოლიტიკურ დევნილებად თუ ისინი გასამართლდნენ აღნიშნული ბრალდების და გამო (საინტერესოა ისიც, რომ განხილვის დროს ექსპერტები იმაზეც კი შეთახმდნენ, რომ პირები რომლებიც გასამართლდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამო ისეთი როგორიცაა ტერორისტული აქტის განხორციელება არ უნდა ჩაითვალონ „პოლიტიკურ პატიმრებად“ იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი მოქმედებდნენ „პოლიტიკური მოტივებით“);
განხილვის დროს ასევე დამატებით განიმარტა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკური განცხადებები ხშირად „სცდება“ დადგენილ ზღვარს რომელიც დადგენილია კონვენციის მიერ და ძალადობისკენ მოწოდება ასევე მოწოდება რასიზმის ან ქსენოფიბიისკენ და აღნიშნულის გამო „სიმბოლური“ სასჯელის მიღება არ შეიძლება იყოს პირის პოლიკურ დევნილად აღიარების საფუძველი;
საინტერესოა ასევე თვითონ პოლიტიკური პატიმრობის განხილვის დროს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი (ანუ რომელმა მხარემ რა უნდა ამტკიცოს):
ა) ვინც უთითებს და ამტკიცებს, რომ ის არის პოლიტიკური დაკავებული/ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა წარადგინოს საქმეში შესაბამისი მტკიცებულება (იგულისხმება ის მტკიცებულებები რომელიც მოყვანილია აღნიშნული დეფინიციის შიგნით);
ბ) აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შემდგომ უკვე სახელმწიფოს უნდა მიეცეს საშუალება საკუთარი მტკიცებულებები რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებს;
ანუ თუ კი სახელმწიფო ვერ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, რომ დაცული იყო პროპორციულობა სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის, არ ყოფილა დისკრიმინირებლი მიდგომა პირის მიმართ და სასჯელი/თავისუფლების აღკვეთა არ მოხდა სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით მაშინ პირი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად;
ზოგიერთ შემთხვევაში ასევე ამ ტერმინთან ერთად გამოიყენება ასევე სინდისის პატიმრები (prisoner of conscience) აღნიშნული ტერმინი (იყენებს ხოლმე Amnesty International) თავისი შინაარსით უფრო მცირეა თუმცა აღნიშნული ტერმინის ქვეშ მოიაზრება ყველა გასამართლებული პირი, რომელიც იმყოფება პატიმრობის ქვეშ /აღკვეთილი აქვს თავისუფლება მისი პოლიტიკური ან/და რელიგიური შეხედულების გამო, რომელიც გამომდინარეობს ეთნიკური, წარმოშობის ადგილის, სქესის, რასის, ენის, ქონებრივი მდგომარეობის, სექსუალური თუ სხვა ნიშნის გამო (ძალადობის შედეგად მიღებული სასჯელის და გამო პირი არ ჩაითვლება სინდისის პატიმრად) ზოგიერთის აზრით და მათ შორის მეც ვემხრობი იმ აზრს, რომ (თუ პირის თავისუფლების აღკვეთა განხორციელდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციასა და მის დამატებით ოქმებში მოყვანილი ფუნდამენტური გარანტიების დარღვევით, კერძოდ: აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების გამო) აღნიშნული უფრო სინდისის პატიმრობასთან გვაქვს საქმე და არა პოლიტიკურ პატიმართან რადგანაც მთავარი ნიშანი პოლიტიკური პატიმრობის სახეზე არ არის ეს უფრო პიროვნული მახასიათებლის ნიშანია და არა პოლიტიკური იდეოლოგიის რომელი იდეოლოგიის გამოც შეიძლება იყო პოლიტიკური პატიმარი;
საინტერესოა ასევე ევროპული სასამართლოს მიდგომა პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, მაგალითად ხადარკოვსკის საქმეში (სადაც ის მიუთითებდა, რომ მის მიმართ დევნა იყო პოლიტიკური მოტივებით) მან მიუთითა, რომ “ იმისათვის, რომ ასეთი დარღვევა/აღიარება განხორციელდეს აუცილებელია „უდავო და მყარი არგუმენტები“ ხოლო თუმცაღა სხვა საქმეში გუსინკის რუსეთის წინააღმდეგ მან შეიძლება ითქვას დაადგინა პოლიტიკური დევნა (18 და 5 მუხლის დარღვევის გამო) ამასთანავე საინტერესოა, რომ გადაწყვეტილების ნაწილში მითითებული არ არის პოლიტიკური პატიმარი ან დევნილი იყო თუ არა პირი (პირის პოლიტიკურ დევნილად აღიარებისათვის აუცილებელი მუხლია 18 მუხლი, კერძოდ „ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის“ ანუ შეზღუდვის გამოყენება პირის მიმართ უნდა იყოს მხოლოდ მხოლოდ და მხოლოდ ამ კონვენციის შესაბამისი);
შეიძლება ითქვას, რომ „პოლიტიკურ პატიმრად“ პირის აღიარება საკმაოდ მაღალი სტანდარტის დასაბუთებას მოითხოვს, რომელიც უნდა იყოს გამყარებული აუცილებლად შესაბამისი მტკიცებულებებით და შემდგომში აღნიშნული დადასტურებული სასამართლოს მიერ, ერთია როცა ჟურნალისტმა ან პოლიტიკოსმა შეიძლება განაცხადოს ვინმეს მიმართ „პოლიტიკური პატიმრობა“ ხოლო მეორეა სამართლებრივი რეალობა რომელიც უნდა ახასიათებდეს იურისტს იქნება ეს ნებისმიერი პროცესის მონაწილე. ბრალდებულობა ან/და მსჯავრდებულობა აპრიორი არ ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობას ისევე როგორც პირის გამამართლებელი განაჩენი არ ნიშნავს, რომ ის აღარაა პოლიტიკური პატიმარი;
ნებისმიერი ტერმინი რომელსაც იყენებს ესა თუ ის პირი თავის თავში გულისხმობს როგორც ობიექტურ ასევე სუბიექტურ ფაქტორებს და ამიტომაც ფაქტობრივი გარემოებების გარეშე რომელიც არ ემთხვევა კრიტერიუმს მოითხოვს მტკიცებულებების ფართო სპექტრს რათა ვინმეზე ითქვას პოლიტიკური პატიმარი არის თუ არა და მეორე ვინმეზე ითქვას, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი.
კომენტარები