ანალიტიკოსი ლევან ნიკლოეიშვილი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას დაკავებაზე წერს:
„რა ხდება სინამდვილეში უგულავას საქმეზე:
უგულავას მიმართ არსებობს სისხლის სამართლის საქმეები სამი სხვადასხვა მიმართულებით.
1. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – შეეხება თბილსერვისის ეპიზოდს და 5 მილიონ ლარს, რაზეც უგულავამ მოიხადა სასჯელი.
2. საქმე, რომლზეც დღეს დადგა საბოლოო განაჩენი – ეხება 48 მილიონ ლარს, საიდანაც 14 მილიონი ბიუჯეტიდან ხეფასების სახით ჩაურიცხა პარტიულ აქტივს. დანარჩენიც გაფლანგულია, – გამოიტანეს ქეშად და დახარჯეს პარტიულ ღონისძიებებში.
პროკურატურა ამ თემაზე თავიდანვე გაფლანგვას ედავებოდა უგულავას. პირველი ინსტანციის სასამართლო პროკურატურას
გაფლანგვის კვალიფიკაციაზე არ დაეთანხმა. თქვა, რომ ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და მიუსაჯა 1 წ. და 3 თვე პატიმრობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ უგულავა ციხიდან გამოვიდა.
პროკურატურამ გაასაჩივრა განაჩენი, მაგრამ სააპელაციო სასამართლო პირველ ინსტანციას დაეთანხმა და განაჩენი არ შეცვალა.
პროკურატურამ ეს (სააპელაციო სასამართლოს) განაჩენიც გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. მას მიაჩნდა, რომ რეალურად სასჯელი იყო ძალიან მუბუქი, რადგან უგულავას ქმედება იყო გაფლაგვა და არა უფლებამოილების გადამეტება.
უზენაესი სასამართლო პირველი და მეორე ინსტანციებისგან განსხვავებით დაეთანხმა პროკურატურას. მან თქვა, რომ უგულავას ქმედება ნამდვილად არის გაფლანგვა და მიუსაჯა შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – 4 წ. და 5 თვით პატიმრობა. ამას აკლდება მოხდილი სასჯელი – 1 წ. და 3 თვე და მას მოუწევს დამატებით 3 წ. და 2 თვე ციხეში ჯდომა.
თვითონ გიგი უგულავას სააპალაციო სასამართლოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში არ გაუსაჩივრებია!
3. მესამე საქმე ახლაც საქალაქო სასამართლოშია. ის შეეხება არაერთ ეპიზოდს – ფულის გათეთრება, საარჩევნო დოკუმენტების განადგურება და ა. შ.
ახლა მითხარით, რა შუაშია პოლიტიკური დევნა ან ერთ საქმეზე ორჯერ დაჭერა.
ეს კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი და მისი ყველა თანაპარტიელი მატყუარაა! “ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
კომენტარები