ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვის.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მას შემდეგ, რაც წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება დააყენა, სასამართლო პროცესს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე უძღვება.
კომენტარები