საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარმა საკუთარი სახლის სარდაფში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება. თოკზე ჩამოკიდებული ცხედარი სახლის სარდაფში გარდაცვლილის შვილებმა აღმოაჩინეს.
სასულიერო პირი წლების განმავლობაში სოფელ აგია ტრიადაში მოღვაწეობდა და აქტიურად იყო ჩართული სოფლის ტაძრის აღდგენის საქმეში.
70 წლის მღვდელმსახურს ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც ის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.
ცხედარი ჯერ ექსპერტიზაზე, შემდეგ კი სალონიკში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში გადაასვენეს.
ფოტო – თემატური
კომენტარები