სახელისუფლებო ოპონენტები ივანიშვილთან მოლაპრაკების გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავენ და მოქმედებაზე გადადიან.
ამ ეტაპისთვის, სამომავლო გეგმებზე საუბრობენ ოპოზიციის ლიდერები. დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში კვლავ გაგრძელდება ოპონენტებიოს ერთობლივი კონსულტირება სამომავლო გეგმებზე. სწორედ ამ გეგმის გაწერით ისინი გააგრძელებენ ივანიშვილისა და მისი მთავრობის დამარცხებას.
”გიგი უგულავა არის პოლიტპატიმარი და მას შემდეგ რაც ჩვენ შევდიოდით მოლაპარაკებებზე, მოლაპრაკებიდან გამოსვლის შემდეგ ხელზე ბორკილებს გვადებენ, არანაიირ აზრი იმაზე რომ გაგრძელდეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, სწორედ ამიტომაც გადავდივართ ახალ სამოქმედო გეგმაზე. იქნება აციები, აქციები იქნება მასშტაბური და გაგრძელდება პიკეტირებებიც’’- სახელისფულებო ოპოზიცია.
დავით ბაქრაძე:
‘’პირველი შემთხვევაა როცა პროკურორის გამოგზავნილი სარჩელს, იგივე პროკურორი დახვდა მოსამრთლის მანტიით, და თავისი თავი დააკმაყოფილა, პროკურორი და მოსამრთლე ერთიდაიგივე ადამიანია, ეს ადამინი ივანიშვილის პირადი ადვოკატია, რაიმე კითხვის ნიშანი რჩება საერთოდ ? ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა და უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი, გუშინდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ქვეყანაში მოკლა სივრცე დიალოგისთვის და ნორმალური პოლიტიკური განვითარებისთვის, ნებისმიერი სისტემით, ნებისმიეირ არჩევნებით უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება ’’ – აცხადებს დავით ბაქარაძე
ზაალ უდუმაშვილი:
‘’არანაირ მოლაპარაკებაზეა საუბარი არ იქნება, შეწყდა ეს მოლაპარაკებები გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ, წარმოიდგინეთ მოლაპარაკებებზე შევდივართ და გამოვდივართ და ბორკილებს გვადებენ, რა მოლაპრაკებაზეა საუბარი, ამიტომ ეს დასრულებული ამბავია. ოპოზიცია გადადის სამოქმედო გეგმაზე, რაც გულისხმობს ძალიან ბევრი მიმართულების გეგმის გააქტიურებას, ქუჩის აქციები, მანიფესტიები, მასშტაბური აქციები ასევე რეგიონებში, ამავდროუალდ გავაძლიერებთ საარჩევნო კამპანიას, კონკრეტულ დეტალებს ჩვენ შევათანხმებთ, დღესაც არის დაგეგმილი შეხვედრები და კონკრეტულად ვისაუბრებთ რის გაკეთებას ვაპირებთ ხვალ და ზეგ’’
კომენტარები