“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, გიორგი ყუფარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ოცნების იმ “სასტავის” პოსტებს და კომენტარებს ველოდები, 24 საათი კლავიატურაზე ბოლს რომ აყენებენ, “პირსისხლიან ნაცებზე” წერით.
ამ თემაზე რა პოზიცია გაქვთ “ჯიგრებო”?
(კუდის ზონდერი) ილია კვაღინაძე დაუნიშნიათ შიდა ქართლის სამხარეოს უფროსად. ეს ტიპი ძვლებში ამტვრევდა ოცნების აქტივისტებს 2012 წელს. თუკი რამე სიბინძურე იყო, ყველაფერს ეგ აკეთებდა.
აბა სად ხართ “სასტავ”, ხმას რატო არ იღებთ?!
თუ “მესიჯ ბოქს” ელოდებით გასაპრავებლად?!
P.S. კალაძემ რაოოო, ესეც ძველი ამბავია და ინციდენტი ამოწურულიაოო
კობახიძის მადლი გადმოგსხმოდეთ, სანამ იმას იტყვით: ადრე ცუდს შვებოდა და ეხლა გამოსწორდაოო….”
“ალია” შეგახსენებთ, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახალი უფროსად ილია კვაღინიძე დაინიშნა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის – “კუდის” თანამშრომელი იყო და პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაცია.
შსს მინისტრის გომელაურის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე და ილია კვაღინიძე კურსელები იყვნენ და მათ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.
კომენტარები