მეუფე საბა, მთავარ არხზე მისი გასულ რეპორტაჟს ეხმიანება და ამბობს:
“ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის.
ასეთი რამეები შენ სახლში და შენ კაბინეტებში მოიკითხე, თუ შეგაკლდება გიყიდეთ (პრეზერვატივებს) და გამოგიგზავნით, დიახ, მივმართავ იმ ტელევიზიას, სადაც მრავლად არიან ამის საჭიროების მქონე ადამიანები.
ბიბლიაში წერია, “არ არსებობს, არ მოვიდეს საცუდური, მაგრამ ვაი, იმ ადამიანს, ვისგანაც საცდური მოვა” – თქვენგან საცდური მოდის და ვისგანაც საცდური მოდის და ვინც არკოლებს ადამიანების ჩემამდე მოსვლას, უმჯობესია მისთვის წისქვილის ქვა დაიკიდოს და წყალში გადახტეს.
მე გუშინ მივმართე იმ ოპერატორს და ჟურნალისტს და ვუთხარი, თუ გადაწყვეტენ სინანულს, ბევრი უარს გეტყვით, ჩემთან მოდით, მე მოგემსახურებიტ.
მე შევთხოვ ღმერთს, თქვენ ცხონებას.
ეს ყველაფერი რაღავისთვის არის მოწყობილი, ებრძვიან იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ მართალი სიტყვის თქმა, აუცილებელია. “
შეგახსენებთ, გუშინ “მთავარში” გავიდა სიუჟეტი, მეუფე საბაზე და მის ქონებაზე:
- 2016 წლიანი ML მერსედესი მუქი ვეცხლისფერი;
- 2020 წლის ლენდ კუიზერი 200. შავი;
- 2019 წლის კია სპორტიჯი, მუქი ვერცხლისფერი;
- 2019 წლის მერსედესი CLS ვერცხლისფერი;
- 2014 წლიანი ტოიოტა ჰაილუქსი. თეთრი;
- 2019 წლიანი ტოიოტა ლენდ კუიზერი 200.შავი;
- 2017 წლიანი ტოიოტა ჰაილუქსი მუქი ვერცხლისფერი.
მილიონ ლარამდე ღირებულების ავტომანქანები ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბა გიგიბერიას მფლობელობაშია.
“ამ შესაძლებლობას გაძლევს ღმერთი… მე ვერ ვიტყვი, საიდან მოდის, მაგრამ მოდის – ღმერთი იძლევა. დაიძინებ, გაიღვიძებ, დაიძინებ – არაფერი გაქვს, გაიღვიძებ და – უცებ, ვიღაცა მოდის…”, – ამბობს მიტროპოლიტი.
“სადღაცა ვიღაცა საჭმელს ვერ ჭამს, ამიტომ შენც ხომ არ შეწყვეტ საჭმლის ჭამას, არა? შენ ხომ უნდა ჭამო? მაგრამ გული გტკივა, არა?” – ამბობს მეუფე
კომენტარები