სალომე ზურაბიშვილი საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართუილად დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.
სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია” ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია მეცოსოპრანოს ფეისბუქ პოსტზე, ანიტა რაჭველიშვილს სალომე ზურაბიშვილი “კრიმინალად” და “ქვეყნის მოღალატედ” ჰყავს მოხსენიებული:
“ჯენიფერ ანისტონს მივწერე რომ ეს კრიმინალი და ქვეყნის მოღალატე “ქალბატონი” არ უნდა იყოს იმ ღირსეული ქალბატონების სიაში ვიზეც ანისტონმა დაპოსტა!
ეს ქალი ციხეში უნდა იყოს ყველა იმ ღალატისთვის რაც ჩაიდინა ამ ბოლო წლებში! საქართველოს და ერის მოღალატეა და მასზე პოსტებს არ იმსახურებს!”
პრეზიდენტის პასუხის შემდეგ, ანიტა რაჭველიშვილი, კიდევ ერთ პოსტს წერს:
“საქართველოს მთავრობა როგორ მეომებით! როგორ ცდილობთ ყველანაირი უღირსი გზით ჩემი სახელის შებღალვას და ჩემს დამცირებას,მაგრამ ამ ომში სულ წაგებულები დარჩებით! იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემი გული და ჩემი სინდისი სუფთაა! ერთადერთი რაც მამოძრავებს არის ჩემი სამშობლოს და ჩემი ხალხის სიყვარული! ამით მიდგას სული და ამისთვის მიღირს სიცოცხლე და თქვენ რა გამოძრავებთ ყველამ კარგად ვიცით!”
კომენტარები