“თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?” — ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, თეა წულუკიანმა პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტში. წულუკიანმა ეს ფრაზა ასე დაასრულა: “კარგი, ეს რიტორიკული კითხვა იყო”.
გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას წულუკიანმა ელისაშვილს უთხრა, რომ მან “დემოკრატიის მაღალი სტანდარტი” აჩვენა, როცა ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და სურდა, თავისი ნომერიც ეთქვა. წულუკიანმა ურჩია ელისაშვილს ნომერი ჩაეწერა და მერე განაცხადა, რომ ეს არა მისი, არამედ ნიკა გვარამიას ნომერი იყო და ელისაშვილს ურჩია, მითვის დაერეკა.
“ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამაზე ისაუბრეთ პარლამენტში”, — განაცხადა მან.
ელისშვილმა პარლამენტში პირველ სამუშაო დღეს თავისი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ის ისევ მოისმინს ხალხის პრობლემებს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
კომენტარები