ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზადაა:
„ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა კარი დატოვა ღია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ და უარი არ თქვან იმ დიდ მისიასა და შეკვეთაზე, რაც მათ ამომრჩეველმა მისცა. შემობრძანდნენ პარლამენტში და გააგრძელონ საპარლამენტო ცხოვრება. დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და ყველა ჩვენი გადაწყვეტილებით ჩვენ კვლავაც ვუტოვებთ მათ გზას, რომ დაკვეთა, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა შეასრულონ პირნათლად. ნუ გაურბიან საპარლამენტო მუშაობას. ესაა ჩვენი მთავარი მოწოდება“
კომენტარები