ბლოგერი, გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში მარტვილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:
“ჯერ ხომ ყოფილი ქმრების გამო@ირებულმა ნაწილმა ვეღარ გადახარშა, რომ როცა შორდები – აღარავინ გეკითხება, რამდენჯერ “გათხოვდება”, თუ ვისთან რას იზამს ქალი…
და ახლა დედის ლოგინის კონტროლიორები! არც მშობლების საქმეა შვილების საცვლები და მით უმეტეს შვილს ვინ ეკითხება დედის პირად ცხოვრებას!
სამარცხვინო შეუგნებელი ზომბები!!!”
“ალია” შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, შვილმა დედა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილის სოფელ ბალდაში მცხოვრებ დედა-შვილს შორის კონფლიქტი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ქალი იძულებული გახდა, რომ საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და სენაკში, ნათესავებთან წასულიყო. 28 წლის ომარ ბჟალავა დედას სენაკში ჩააკითხა და მისი განზრახ მკვლელობა სცადა.
მეზობლების თქმით, შვილმა დედა სიკვდილისთვის მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ თანასოფლელებმა მშობლის შესახებ საეჭვო ამბები უთხრეს:
“წყნარი, მშვილი ბავშვი იყო. ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ყველაფერი. წავიდა თბილისში სმუშაოდ, არ ელაპარაკებოდა დედას. გადაუტრიალდა მერე რაღაცა თავში, აქედან უმესიჯებდნენ ბიჭები, ასე იქცევა, ასეო და მერე ვერ გადახარშა ტვინმა არ ვიცი” – ამბობს მეზობელი.
დედის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ომარ ბჟალავა პოლიციას რამდნეიმე საათში ჩაბარდა. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კომენტარები