“ნანუკას შოუში” დღეს სტუმრად იყო დედა, რომელმაც 3 წლის შვილი სასტიკად სცემა – შეგახსენებთ, ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას დიდი რეაქცია მოჰყვა. “ნანუკას შოუმ” გადაწყვიტა, დაედგინა რა იყო ცემის “მიზეზი”. რა გახდა მიზეზი – რამდენჯერმე ეკითხება წამყვანი, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე ამბობს, რომ არ შეიძლება ცემას ჰქონდეს მიზეზი.
“ალია” აქვე შეგახსენებთ, რომ ძალადობას არ შეიძლება ჰქონდეს მიზეზი (მიზეზითაც და უმიზეზოდაც დაუშვებელია) და არ შეიძლება ჰქონდეს რამე ტიპის გამართლება.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
“არ ვუყურებ ძალადობის ვიდეოს, თუმცა, არ ვაკრიტიკებ მას, ვინც უყურებს, მისი არჩევანია. აგრესიას იწვევს ჩემში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი ვიდეო, რომელსაც ვუყურე ბოლომდე. ველოდებოდი ბოლოს მენახა მიზეზი, რამ გამოიყვანა დედა წყობილებიდან და ვცდილობდი გამერკვია რამდენი წლის იყო ბავშვი, რომ მივხვდარიყავი, რა შეიძლება გამხდარიყო მიზეზი. გავარკვიე, რომ ხათუნა ბავშვის დედა, რომელიც 36 წლისაა, თურმე, თავად იყო მთელი ბავშვობა ძალადობის მსხვერპლი, ეს რომ გავიგე, თითქოს ოდნავ ამოვხსენი ამბის მიზეზი, ამბის მიზეზი კი არა, რაღაცეები თაროზე დალაგდა. ასეა, ძალადობა წარმოშობს ძალადობას, თუმცა, იქვე ჩნდება კითხვა, მას ხომ ეს გავლილი აქვს, ზუსტად იცის უსამართლოდ მოქცევის, ცემა-ტყეპის სიმწარე, იცის ის ყველაფერი, რასაც ბავშვი გადიოდა იმ წუთებში და ვერ ვხსნიდი, რატომ სცემა შვილი ასე, ხოდა, ამ კითხვას ახლა თავად ხათუნას დავუსვამ.”
ხათუნა:
“მთელი ქვეყანა ჩემი წინააღმდეგია, ვარ გასაკრიტიკებელი… დააშავა, ლოგინში ჩაისველა… სამი წლისაა.
როცა 5 წლის ვიყავი, მამა სცემდა დედას, ხშირად ვხედავდი დედის თავზე ჭრილობებს, ღამით გარეთ მიწევდა გათენება და დედას ვთხოვდი, მამა რომ დაიძინებს, მითხარი და მერე შემოვალ… როცა გაშორდნენ 5 წლის ვიყავი და ქუჩა-ქუჩა დავყავდით, ღია ცის ქვეშ გვეძინა, სახლი არ გვქონდა. დედამ გამგეობას სთხოვა დახმარება, შეიცოდა გამგეობამ და მოგვცა 2 ოთახიანი ბინა, მის მერე მანდ ვცხოვრობთ.
ცემა არ არის შვილის აღზრდის მეთოდი, მაგრამ ხანდახან…”
კომენტარები