ირინა სარიშვილი, შორენა ბეგაშვილის გადაცემაში, პირად ცხოვრებაზე საუბრობს, სადაც ჯერ პირველ, რთულ ქორწინებაზე საუბრობს, შემდეგ კი, გია ჭანტურიასა და მის ურთიერთობაზე:
პირდაპირ სახლში ამიყვანეს გიასთან და იქ გავიცანი. ჩემ და გიას შორის რაც იყო, ის შვიდი წელი, რაც ვიყავით ცოლ-ქმარი, ბოლომდე მე და გია ვიყავით შეყვარებულებივით. ცხოვრების წესიც ამას უწყობდა ხელს.
ციხეში ვიქორწინეთ. ქორწილი გვქონდა დანიშნული მაისში, 9 აპრილის შემდეგ, დაიჭირეს გია, დამიჭირეს მე. მე ცოტა ადრე გამომიშვეს, საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლება გია გადაასახლონ და გაყოლის უფლება რომ მქონოდა, გადავწყვიტყეთ აღარ გადაგვედო, მოველაპარაკეთ გამომძიებლებს და ავტეხეთ ამბავი, რომ ორსულად ვარ და აუცილებლად ხელი უნდა მოვაწეროთ, მოვატყუეთ, მოკლედ.
გია გადავიდა მანქანიდან, რომ გაყოფილიყო სროლა… გადამეფარა გიას მეგობარი, რომელიც 1 დღის მერე დაიღუპა… მაგრამ გიას გადასვლამ გადამარჩინა, ფაქტიურად…
კომენტარები