ტვ 25-ის ინფორმაციით, ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მოსწავლეს კოვიდ 19 დაუდასტურდა – ამის გამო, კლასი დისტანციური სწავლების მეთოდზე გადავიდა. რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, მოსწავლეები 12 დღიან იზოლაციაში გადავიდნენ.
ამ თემაზე უფრო მეტ დეტალს მოგვიანებით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გაავრცელებს.
კომენტარები