მაკო გომური, სოციალურ ქსელში, წერს:
“ხშირად, ხშირად უნდა გავახსენოთ ხელისუფლებას მათი მოვალეობები.
დღეს შუადღეს დამირეკეს, ვწუხვართ აქამდე რო ეს ამბავი არ ვიცოდით, მარსიდან ახლახანს ჩამოვფრინდითო( )
ძალიან დიდი მადლობა ყველს, ვინც ფინანსურად გადაწყვიტა დახმარება
მეგობრებო, ზუსტად ვიცი ნებისმიერ დროს, თუ დამჭირდება, აქ ხართ
მაგრამ აქ თანხის შეგროვებაზე არ დგას საკითხი.
სახელმწიფო არის ვალდებული რომ ეს ქნას, განაგრძოს მკურნალობის ორგანიზება. დააშავა? მიხედოს. ესაა და ეს.
პრინციპის საკითხია, რომ არ მივცე საშუალება ფეხებზე დაიკიდოს მისი მოქალაქეები. ასე ჩემთან გაუვათ, გიოსთან, დავითთან და მერე საერთოდ ისიც დაავიწყდებათ, რომ ჩვენ უნდა გვემსახურონ და არა პირიქით.
მადლობა, მართლა მადლობა
ჰოდა ცქიტიშვილს უთხარით ეს დახმარების პროგრამა არაა, ეს არის დაკისრებული მოვალეობის და პასუხისმგებლობის შესრულება.
იიი დიხმირიბის პრიგრიმიიიი”
შეგახსენებთ, დღეს მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა:
„როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება.”
შეგახსენებთ, მაკო გომური ცნობილია დაზარალებულად, შესაბამისად, მისი მკურნალობა ვერ იქნება კეთილი ნების გამოხატულება.
კომენტარები