მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მართლა მიპასუხეთ, არ ვხუმრობ, არ ვიცი და მინდა ვიცოდე, ანუ 15 დან კომენდანტის გარდა ყველაფერი იხსნება და ვინმემ თუ იცის გამაგებინეთ, რა აზრი აქვს 9-ის მერე იზოლაციას, როცა მთელი დღე გარეთ ყოფნა შეგიძლია? იქნებ აქვს რაღაცნაირი აზრი, იცით ვინმემ?
ვინმეს თუ შეგიძლიათ საშვი გამიკეთოთ, საპატიო მიზეზის გამო? მუზა საღამოს მომდის და ვერ ვმუშაობ სტუდიაში. იმდენი ლამაზი სიმღერა მეკარგება, დასანანია.
ვისაც გიყვართ ჩემი შემოქმედება და შეგიძლიათ გამიკეთოთ საშვი, რათა განვავითარო ქართული “ესტრადა” – მომწერეთ პირადში.
რა ვქნა, კორონა თუ ღამე მძვინვარებს, ჩემი მუზებიც ღამით მძვინვარებენ და გამეცით პასუხი! მჭირდება შემოქმედებითი წვა. ვისაც შეუძლია და არ დამეხმარება, დიდ ცოდვაში ჩადგამს ფეხს.
“ფლიიზ” 40 000 ადამიანში ერთი რავა ვერ გამოიჩენთ პატივისცემას ხელოვნების მიმართ?
გავხდი გარშემომყოფთთათვის საშიში, რადგან მუზებს ვერ ვხარჯავ, გადავდივარ აგრესიაზე, გაითვალისწინეთ, ამით მსხვერპლსაც აირიდებთ თავიდან,
ხედავთ რამხელა სიკეთის გაკეთება შეგიძლიათ?”
კომენტარები