“ტაბულად რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“გუშინ ნინო ჯანგირაშვილთან ჩამოვარდა საუბარი იმაზე, ბოკერიათი როგორ აკომპლექსებენ ოპოზიციას.
25 წელია ამ ადამიანს ვიცნობ და 25 წელია იმ სივრცეში მანევრირებს, სადაც მისით, მის პარტნიორებს მუდამ აკომპლექსებდნენ.
90-იანებში თავისუფლების ინსტიტუტის “გოშია” იყო ყველა არასამთავრობო – პროპაგანდა ასე მუშაობდა.
ვარდების რევოლუციის ხელისუფლებაშიც, გიგათი დაკომპლექსება იყო ნორმა – პროგრესულ იდეებს სწორედ ამ გზით ებრძოდნენ, “ბოკერიას გოშია” ხარ – აკომპლექსებდნენ გიგას თანაგუნდელებს გიგასვე თანაგუნდელები, რომ რომელიმე არაპოპულარული, მაგრამ საჭირო რეფორმისთვის მხარი არ დაეჭირათ.
იგივეა ახლაც – ანუ გიგასთვის არაფერი იცვლება, აგრძელებს მანევრირებას იქ, სადაც მისით აკომპლექსებენ სხვა პოლიტიკოსებს.
რაც შეეხება პროპაგანდის ეფექტურობას:
ვისაც გიგას გვერდით არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება, ხვდება რომ გონებით კონკურენციას ვერ უწევს – შიში იპყრობს, რომ ჭკუაში დაიჩაგრება და …. მოკლედ კი, ზოგზე მუშაობს და მინახავს როგორ მუშაობს.
P.S. ლევან რამიშვილთან ერთად დავდე ფოტო, იმიტომ რომ გიგას უფროსი ეგაა, პროპაგანდითვე “
კომენტარები