შეზღუდვების დროზე ადრე შემსუბუქების შემდეგ, მთავრობას კანცელარიაში რესტორატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე იმოყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, შრომის ინსპენქციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი.
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ მედიასთან განაცხადა:
„რეალურად, პრობლემა არის, რომ გაწერილი გეგმა, რაც აუცილებელია ზოგადად ბიზნესისთვის, თუ რა პროცესის მერე, რა შეიძლება, მოხდეს, ამ პროცეს ვერ ვიღებთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივად მინიმუმ ერთი თვე გაწერილად ვიცოდეთ, აი, ამ ვითარების შემდეგ მივიღებთ მეორე შეზღუდვების მოხსნას. ეს არის თავიდან ბოლომდე სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგების არაკომპეტენტურობის ბრალი. ისინი ვერ საზღვრავენ ციფრებს. პირობითად სამი, ოთხი, ხუთი პროცენტის შემდეგ ნაბიჯს ვერ საზღვრავენ, უყურებენ რომელი მხრიდან დაუბერავს ქარი, რომ შემდეგ რეაგირება შეძლონ. ეს ურთულესი სიტუაციაა.
რაც შეეხება სუბსიდირებას, ეს არის ორი თვის წინ გაწერილი, დღეს მეორე ქოლი ამუშავდება, სადაც იმ სუბსდირებაზე, რაზეც საუბარი გვქონდა, ჩვეულებრივად დამატებით მიიღებს ის ბენეფიციარები, რომლებიც დღემდე ვერ მოხვნდნენ ამ ქოლში. ეს ძალიან დიდი შეღევათია იმ რესტორნებისთვის, ვისაც აქვთ საბანკო ვალდებულებები”
კომენტარები