„ტელეკომპანი პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ გუბაზ სანიკიძე ამბობს:
“პერსპექტივას ვხედავ, აბა აფერისტი ხომ არ ვარ…
მე ჩემი შეხედულებები და წინადადებები მაქვს, რომელიც მაინცდამაინც დიდ აღფრთოვანებას არ იწვევს ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებში. მე მიმაჩნია, რომ თუ ბოიკოტს ვაგრძელებთ, ბოიკოტი არ არის საკმარისი, ბოიკოტი არის სტატიკური მდგომარეობა, ეს არის პოზიცია.
ბოიკოტს უნდა მოვაყოლოთ ორი რამ: აქციები, რომელიც სერიოზულად არის დასაგეგმი, გეოგრაფია არის გასაზრდელი, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მხოლოდ ერთი ლოკაციის. გარდა ამისა, თუ ჩვენ ვაპირებთ ამ ხანგრძლივ და დამქანცველ ბრძოლაში ერთად ყოფნას, უნდა შევქმნათ რაღაც ორგანო, სადაც შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებებს”
კომენტარები