რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა იმედგაცრუებას მოგიტანთ. გამორიცხული არა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდეს. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ – ტრავმის ალბათობა იზრდება. სამუშაოს მოცულობის ზრდის მიუხედავად, თქვენი ფინანსური მდგომარეობა იგივე დარჩება.
კურო
შეიძლება, მოულოდნელმა სიახლემ ოჯახში წევრებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისა და სირთულეების გადალახვისთვის. შესაძლებელია, ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია, ამიტომ შეეცადეთ, ეს დანაკლისი აანაზღაუროთ. ხელსაყრელი დროა სუფთა ჰაერზე სეირნობისა და ვარჯიშისთვის.
ტყუპები
ნებისმიერი საქმისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ მოინდომებთ, შეიძლება თქვენი ნებისმიერი ჩანაფიქრი განხორციელდეს. თავი შეიკავეთ კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობისა და სტუმრების მიღებისგან, რადგან ახლა საუკეთესო ფორმაში არ ხართ. ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით, თქვენთან დაახლოების საშუალება არ მისცეთ.
კირჩხიბი
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები თუ შეგექმნებათ, დამნაშავე თავად იქნებით. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახს საკმარის ყურადღებას არ აქცევთ. ეცადეთ, ეს ვითარება კარგად გაიაზროთ და შეცდომები გამოასწოროთ. ამისთვის გამჭრიახობა და მჭერმეტყველება დაგჭირდებათ. შესანიშნავი დროა სპორტისა და უცხო ენების შესწავლისთვის.
ლომი
რთული დღეა, რომელიც უკავშირდება თვალთვალს, დევნას და აგრესიულ მტერთან დაპირისპირებას. გამბედაობამ და სარისკო მოქმედებამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. მოერიდეთ სიბნელეში მარტო სიარულს.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა განვლილი ცხოვრების შეფასებისა და მედიტაციისთვის. სავარაუდოდ, მოულოდნელი ამბავი ოჯახში ურთიერთობას გაართულებს. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისათვის და ეცადეთ, სურვილი რეალობას შეუფარდოთ. ნუ მოკიდბთ ხელს ისეთ საქმეს, რომლის გაკეთებაც არ შეგიძლიათ, რადგან ეს მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. ზოგადად, გადაღლა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იყოს.
სასწორი
წარსული შეცდომების გამოსწორების დღეა. საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული უნდა იყოთ. დაფიქრდით, იქნებ ოჯახს ან ახლობელ ადამიანს თქვენი ყურადღება აკლია. თუ ასეა, ეცადეთ ეს დეფიციტი შეუვსოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად იყავით კონფლიქტისთვის.
მორიელი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ბიზნესში წარმატება წინა კვირის შედეგებზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, შეძელით, რომ პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან სტაბილური და ძლიერი კავშირი დაგემყარებინათ. საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად ეცადეთ, ემოციები ბოლომდე გამოხატოთ. კრიტიკულ სიტუაციებში შესანიშნავად ახერხებთ კონცენტრირებას და აქტიურად მოქმედებას.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმისთვის. თუ გონივრულად და წინდახედულად იმოქმედებთ, შეიძლება ყველა ჩანაფიქრი განახორციელოთ. ამ დღეს თავისუფლად შეგიძლიათ ისეთ საქმესაც კი შეეჭიდოთ, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. მეგობრულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა მოგეჩვენოთ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა. გამორიცხული არ არის მოულოდნელი მოგება ან ძვირფასი ნივთის პოვნა. დროა, წარსული შეაფასოთ და მომავალი დაგეგმოთ. შესაძლოა, მოულოდნელმა სიახლემ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა გაართულოს. ეცადეთ საკუთარი სურვილები რეალობას და შესაძლებლობას შეუთანხმოთ. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, შესაძლოა, წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ და ისეთ საქმეს არ უნდა შეეჭიდოთ, რომელშიც ვერ ერკვევით. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას, რაც შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.
მერწყული
მძიმე დღეა, რომელსაც სიცრუე, ილუზიები და აუხდენელი ოცნებები ახლავს. ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ და საკუთარ მოქმედებებში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ. გირჩევთ, ამ დღეს მხოლოდ ყველაზე გადაუდებელი საქმეები აკეთოთ. თავიდან მოიცილეთ ბნელი აზრები და ბნელ ქუჩებში სიარულს ერიდეთ. უარი თქვით ხმაურიან წვეულებებზე და მეგობრებთან შეხვედრაზე. გირჩევთ, საღამო ოჯახთან ერთად მშვიდ ატმოსფეროში გაატაროთ.
თევზი
მიტევების, სიყვარულისა და ჰარმონიის დღეა. დღის უმეტესი ნაწილი შეგიძლიათ, პირად საქმეებს დაუთმოთ, რაც სულიერ ძალას მოითხოვს. ბოლოდროინდელი კონფლიქტების შემდეგ ამ დღეს შეიძლება, დაზავების დღე ეწოდოს. ეცადეთ, ადამიანებს თქვენთვის მიყენებული წყენა აპატიოთ და უსამართლობა დაივიწყოთ. ამის შედეგად, თუმცა დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლებთ, იპოვოთ საერთო ენა თქვენს მეორე ნახევართან.
კომენტარები