საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციაა, სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ ზაზა გახელაძისათვის ოკუპანტების მიერ მისჯილ 12 წლიან სასჯელს და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ იცავს მოქალაქეებს:
ელენე ხოშტარია:
“მოულოდნელი საოკუპაციო რეჟიმისგან არაფერია, მაგრამ საკითხი სხვანაირად უნდა დავსვათ, რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ რომ ეს ასე არ ყოფილიყო? – აქ არის პრობლემა.
სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, მქონდა ოჯახთან მუდმივი კონტაქტი, ხელისუფლება, სუსი, ოჯახს ეუბნებოდა, გაჩუმდით, არ გაეკაროთ ოპოზიციას, არ იხმაუროთ და მაშინ უფრო გამოვა. მე ოჯახის მესმის, მათ უნდათ საკუთარი შვილის და ქმრის გადმოყვანა, მაგრამ ხლეისუფლების მხრიდან ამ საკითხის მიჩუმება არის კატასტროფა, ნაცვლად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხმამაღლა გვესაუბრა პარტნიორებთან. პირიქით, ეთქვათ აქტივისტებისთვის მადლობა, რომლებიც გააპროტესტებდნენ და გამოეყენებინათ რუსეთზე ზეწოლისთვის.
ძალიან ცუდად იქცევა ხელისუფლება, აშინებენ ადგილზე ხალხს, ხმა არა მოიღოთო, ეუბნებიან და ამ ადამიანებს ეშინიათ, რადგან ბრძოლის ველზე არიან.
ეს უნდა შევაცვლევინოთ ამ ხელისუფლებას და პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ”
კომენტარები