სოციალურ ქსელში, მომხმარებელი მარი ბერძენა, წერს:
“მე არ გავუშვებ ამ გაგანია პანდემიური ტალღის მოლოდინში ბავშვს სკოლაში ისევე, როგორც ჩემი თანაკურსელი და მეგობარი ექიმები არ აპირებენ გაშვებას მათი შვილების და შვილიშვილების!
დისტანციურზე დავტოვებ, რადგან ნამდვილად ვერ დავაყენებ შვილის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ!
რაც კვლევებმა უსიმპტომოდ მიმდინარე 18 წლამდე მოზარდებში პოსტკოვიდური სინდრომი დაადასტურა.
ეგ რომ ბავშვს დაემართოს, ვის მოვთხოვო მერე პასუხი? ბრბოს???
ბრბოს, რომელსაც სახელი და გვარი არ აქვს და რომელიც გაკივის, არიქა, ნამეტანი სწავლამოწყურებული ბავშვები გვყავს და მაინცა და მაინც საკლასო ოთახებში გაეხსნებათ სწავლის მუღამიო? ბრბოს, რომელსაც რესტორნების გახსნა და ტაშიტუში უნდა სხვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე? ბრბოს, რომელმაც 10 ლარიანი კონიაკი ბარში 50 ლარად უნდა გაყიდოს, თორემ წავიდოდა, ათასობით ჰექტარი მიწა რომაა დასამუშავებელი, დაამუშავებდა და არ მოკვდებოდა შიმშილით? მე თუ დავამუშავე, ჯინჯილები დამცვივდა? გიორგი ახვლედიანი თუ თოხს ულაყუნებდა, ამიტომ არ იყო დიდებული ადამიანი და აკადემიკოსი???
ბრბოს კი არა, იდენტიფიცირებული მკვლელი რომ ჰყავს ჩემს ძმას და მასთან ერთად კიდევ 4 ბიჭს, ის დაგულაობს ამდენი წელია დაუსჯელი, არხეინად კვეთს საზღვარს და კაციშვილი პასუხის მომთხოვი არაა არცერთი ხელისუფლების დროს!
ჰოდა, ნამდვილად არ ვათამაშებ შვილის ჯანმრთელობაზე არავის, რაღაც ცხოვრებისგან ძლივს გამოწიწკნილ ბავშვს ვზრდი! მეყო, რაც ჯერ სიკვდილით და მერე სამართლიანობის უშედეგო ძებნით დამაზიანეს და მიწასთან გამისწორეს უბედნიერესი ოჯახი!
არ მეშინია მისი გაუნათლებლად დარჩენის, ბატონო!
14 წლისას პლევრიტი გამირთულდა და მხოლოდ 1 თვე ვიარე სკოლაში, გემახსოვრებათ ჩემს თანაკლასელებს… მაშინ დისტანციური სწავლის სერვისიც არ არსებობდა. აკადემიურს ითხოვდა დირექცია, მაგრამ გავედი იმ წელს გამოცდაზე და არაფერი დამტყობია სკოლაში უვლელობის.
პ ი რ ი ქ ი თ………………………..
არ მითხრათ ახლა ნიჭიერი იყავიო, რადგან ნიჭი ტვინში ვერ ჩაგილაგებს ამა თუ იმ დისციპლინის ცოდნას! მთავარი მონდომებაა, ჰოდა, ვისი შვილებიც დისტანციურად არ ინდომებენ, ვერ დავიჯერებ, რომ საკლასო ოთახში ჯდომა და ტრასნპორტებში ახორიალება დაამტვრევინებთ სწავლით კრამიტებს!
ატარეთ თქვენ, ვისაც საკუთარი შვილების შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ და კოსმონავტის გულები გაქვთ! უფრო სწორად, ვისაც დღემდე ვირუსის არსებობაც კი არ გჯერათ, არათუ გაცნობიერებული გაქვთ, რეალურად რა კოშმარ “არსებასთან” გვაქვს საქმე!
მამუკა ნემსიწვერიძისნაირი განათლებული ბიჭი იშვიათად მეგულება, მაგრამ კოვიდმა ჩაიტანა მიწაში მისი განათლება. ადამიანის, რომელიც ცხოვრებაში ავად არასდროს გამხდარა და წამალიც კი არ ჰქონდა მინაღები!”
კომენტარები