საერთაშორისო ტერორისტის, აჰმედ ჩატაევის მიმართვა თანამებრძოლებისა და პოტენციური ჯიჰადისტებისთვის – ეს მიმართვა 2017 წლის ნოემბერში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოიღეს.
“პრაიმტაიმი” ამტკიცებს, რომ მას წვდომა აქვს იმ შემზარად კადრებზე, რომლებიც ჩატაევის კომპიუტერიდან ამოიღო სუს-მა. სააგენტო ამბობს, რომ ვიდეო შემზარავია და ამიტომ მისი გამოქვეყნებისგან თავს იკავებს, მაგრამ ავრცელებს კადრებს და ვიდეომიმართვის ტექსტს:
„ეს ვიდეო არის ძმებისთვის და არა გამოსაქვეყნებლად. ვალდებული ვარ, იცოდეთ, რას ვსაუბრობ. ამ გზაზე ჩვენ ერთნი ვართ და ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. მე სადაც არ ვყოფილვარ, სხვადასხვა ქვეყანაში, ავსტრიაშიც და საქართველოშიც, ყველგან და ყოველთვის ვიყავი მუსლუმანი ძმების გვერდით. მათთვის არ მიღალატია. მთელ ჩემს ენერგიას ამ გზაზე ვხარჯავდი და ასე უნდა ვიყოთ მომავალშიც. ამ გზაზე მე, ან თქვენ შეიძლება მოვკვდეთ და ეს ყველა ძმამ უნდა ვიცოდეთ“
ვიდეომიმართვის ტექსტის და ფოტოების წყარო – “პრაიმტაიმი”
“ალია” კი შეგახსენებთ, აჰმედ ჩატაევი 2013 წელს იქნა გათავისუფლები საქართველოს ხელისუფლების მიერ.
კომენტარები