ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება:
“კატასტროფაა ეს განცხადება. ან 1801 წელი ან 1921 წელი ან 1993 წელი. რა ვიცი, ასეთი რაღაც როგორ უნდა თქვა.
1. საოკუპაციო რეჟიმი წილად გვხვდა წინა ხელისუფლებისგანო
2. ცხინვალის დაბომბვაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დაინგრა ქვეყანა კინაღამ და წინა ხელისუფლებას დააბრალა ეგეც.
—-
მამუკა მდინარაძე:
არის შემთხვევები, როდესაც ეს ძალიან ჭირს იმ საოკუპაციო ბოროტი რეჟიმის გამო, რომელიც მემკვიდრეობით გვხვდა წინა ხელისუფლებისგან – ამას არასდროს გამოვტოვებ, იმიტომ, რომ იქ იყო გაუგონარი დანაშაული ასევე წინა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ისინი მხარს უჭერდნენ რუსულ ნარატივს, თითქოს საქართველომ დაიწყო სამხედრო შეიარაღებული თავდასხმა და დაბომბვა ცხინვალის.”
კომენტარები